ახალი ამბები
კასპში ზეიმობენ - ამირან პაპინაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია
დღეს რიო დე ჟანეიროში ამირან პაპინაშვილმა სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალში გადავიდა.

31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველთა ასპარეზობა მან წარმატებით გახსნა.

60 წონით კატეგორიაში 28 წლის ძიუდოისტმა ჯერ კანადელი სერხიო პესოასი (ვაზარ იუკოთი) დაამარცხა, შემდეგ ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით სძლია.

მეოთხედფინალში კი, მსოფლიო ჩემპიონ იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან ასევე იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონს, მსოფლიოს ფინალისტს ბესლან მუდრანოვს შეხვდება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ამირან პაპინაშვილი წარმოშობით კასპის რაიონიდანაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები