ახალი ამბები
ქარელში დასაქმებულები ერთმანეთს ფეხბურთში ეჯიბრებიან
დღეიდან ქარელში მოქმედი ორგანიზაციების გუნდის წევრები ერთმანეთს მინიფეხბურთში ეჯიბრებიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განყოფილებიდან აცნობეს.

განყოფილების უფროსის მირზა ხაბარელის თქმით, ტურნირში მონაწილეობის სურვილი 10-მა ორგანიზაციამ გამოთქვა, მათ შორის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ქართულმა ოცნებამ".

,,პრიზის სახით ვგეგმავთ, რომ ფულად ჯილდო 500 ლარის ფარგლებში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს შორის, გავანაწილოთ." - გვითხრა მირზა ხაბარელმა.

ტურნირი დღეიდან 16 აგვისტოდან იწყება და 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად გამგეობამ განცხადება წინასწარ გამოაქვეყნა და ორგანიზაციებს მონაწილეობის მიღება შესთავაზა.

განაცხადების წარდგენა 2016 წლის 12 აგვისტოს დასრულდა.

ტურნიში მონაწილეობს ქარელის გამგეობის ორი გუნდი - უფროსი და უმცროსი თაობა,

ასევე, ლიბერთი ბანკი, სახანძრო სამსახური, სამხედრო აღრიცხვის განყოფილება, დასუფთავების სამსახური, ააიპ,, სპორტი", თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სოფლის რწმუნებულები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები