ახალი ამბები
ხაშურში ოთხი სოფლის გაზიფიცირების პროექტებისთვის თანხა გამოიყო
ხაშური მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირების პროექტირების სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

დოკუმენტში, რომელიც მოსახლეობის გაზით მომარაგებისთვის საჭირო ღონისძიებებს განხორციელებას ითვალისწინებს, სოფლები: დიდი სატივე, პატარა სატივე, ახალსოფელი და აგარები შევიდა.

„ხაშურში კიდევ 4 სოფლის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაობის წელს განხორციელება ძალიან მისასალმებელია. ეს დააჩქარებს პროცესს, რათა სხვა სოფლებში უფრო ადრე შევიდეს ბუნებრივი გაზი“, - აცხადებს ხაშურის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბიჯნისსა და ზეკოტაში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე განხორციელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები