ახალი ამბები
ხოვლეში საჯარო სკოლას ახალი კორპუსი უშენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

პირველი კორპუსი 6 საკლასო ოთახით, 2013 წლის პირველ სექტემბერს გაიხსნა.

ახალი მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სკოლას 6 საკლასო ოთახი და სპორტული მოედანი დაემატება.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, მომავალ სასწავლო წელს, მოსწავლეებისთვის და პედაგოგიურ კოლექტივისთვის, სასწავლო და სამუშაო პირობები გაუმჯობესდება.

ჯამში 2 500 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ ჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც სამუშაოებს 2017 წლის ივლისში დაასრულებს.

,,საქართველოს მთვარობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომავალი თაობის განათლებას და აშენებს კეთილმოწყობილ, თანამედროვე სკოლებს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები