ახალი ამბები
,,ცოტა შემღვრეული" წყალი საკორინთლოში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სასმელი წყლის ონკანებიდან ხშირად ამღვრეული წყალი მოდის.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივები ესაუბრნენ.

ნანა სოსანაშვილის თქმით, ეს პრობლემა ახლადგაკეთებულ ონკანებს ეხება.

ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის მარეხ ყამბეგაშვილის განცხადებით, ასეთი შემთხვევები წვიმის პერიოდში ხდება.

დანარჩენ შემთხვევაში სასმელი წყალი რეზერვუარში იქლორება.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ონკანის წყალს სარწყავადაც იყენებენ, რის გამოც, დებეტი მოსახლეობისთვის საკმარისი აღარ რჩება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები