ახალი ამბები
კასპში ,,არსენას გამოქვაბულის" არქეოლოგიურ შესწავლას ითხოვენ
კასპში მცხოვრები მიხეილ ბექაური ,,არსენას გამოქვაბულის" შესწავლას ითხოვს.

ამის შესახებ პროფესიით ისტორიკოსმა და აღმოსავლეთმცოდნემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ისაუბრა.

გამოქვაბულები კოწახურას ველზე, გრაკალსა და კასპს შორის მდებარეობს.

ბოლშევიკების გადმოცემით, გამოქვაბულში არსენა მარაბდელი იმალებოდა.

არსენა ოძელაშვილი მე-19 საუკუნეში ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი იყო, რომელიც უსამართლობას და გლეხების ჩაგვრას ვერ ეგუებოდა. მას თავად ზაალ ბარათაშვილის გოგო უყვარდა, მოიტაცა და ტყეში გაიშრა. ერთერთი გადმოცემის მიხედვით, მდიდრებისგან წართმეულ 700 თუმას არსენა ამ გამოქვაბულში ინახავდა. შემდეგ კი, გლეხებს უნაწილებდა.

მიხეილ ბექაური, გამოქვაბულის ამჟამინდელ სახელწოდებას, სწორედ, ხალხურ ეპოსს უკავშირებს.

,,სინამვდილეში ეს უძველესი ადგილია და პირველყოფილი საზოგადოების სამყოფელს წარმოადგენდა" - აცხადებს მიხეილ ბექაური.

მისი სურვილია, რომ არქეოლოგებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გათხრები აწარმოონ.

,,მე ვიცნობ პიროვნებას, რომელიც კომუნისტების პერიოდშ კოწახურას ველზე ტრაქტორით ხნავდა. ის ამბობდა, რომ ამ ტერიტორიაზე უამრავი უძველესი კერამიკული მასალა ამოიყარა ხვნის დროს" - ამბობს ბექაური.

Print

სტატიის გამოყენების პირობები