ახალი ამბები
,,ქართული ოცნების" გუნდმა სამაშველო სამსახურს 10:0 მოუგო
ქარელში ,,ქართული ოცნების" გუნდმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მინიფეხბურთში 10:0 მოუგო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გოლების რაოდენობის მიხედვით, ადგილობრივი მმართველი პარტიის გუნდი ტურნირში ლიდერია.

გუნდს ქარელის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი თოთლაძე ხელმძღვანელობს.

გუშინვე გამგეობის ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხედრო აღრიცხვის სამსახურის თანამშრომლებს 4:3 სძლია.

შეგახსენებთ, 2016 წლის 16 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ქარელში მოქმედი ორგანიზაციების გუნდები ერთმანეთს მინიფეხბურთში ეჯიბრება.

გამგეობის ახალგაზდული განყოფილების უფროსი მირზა ხაბარელი ამბობს, რომ გამარჯვებულ გუნდებზე ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით გადაანაწილებს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები