ახალი ამბები
ხაშურის გამგებელი ,,ჩემი ცოლის დაქალების" გამო ,,გირჩის" წარმომადგენელს აგინებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი პოლიტიკური მოძრაობა ,,გირჩის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელს ტელეფონით აგინებს.

ამის შესახებ სატელეფონო ჩანაწერს ,,გირჩის" წარმომადგენელი ზაზა მეხრიშვილი გვაწვდის.

ჩანაწერის მიხედვით, გამგებელი მანქანით გადავლით დაემუქრა, თუკი ზაზა მეხრიშვილი მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში კომენტარების კეთებას გააგრძელებს, ხოლო სერიალისთვის ,,ჩემი ცოლის დაქალები" ხაშურის შესახებ იდეებს კვლავაც მიაწვდის.

გიორგი გურასპაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ზაზა მეხრიშვილისაგან და ნაციონალური მოძრაობისგან მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და ოჯახისთვის პიროვნული შეუარცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს.

გთავაზობთ გიორგი გურასპაშვილისა და ზაზა მეხრიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მოკლე ვარიანტს, სადაც უცენზურო სიტყვები დაფარულია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები