ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ოქროს მფლობელია
რამდენიმე წუთის წინ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გორელი ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავემ 57 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

გორის თეატრის ეზოში ხინჩეგაშვილის გამარჯვებას ოვაციებით შეხვდნენ.

სკვერში წინასწარ გამზადებული ფოიერვერკები გაუშვეს.

ქალაქის ქუჩებში მანქანებმა სიგნალებით მოძრაობა დაიწყეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალში იაპონელი ჰიგუჩი რეი დაამარცხა.

ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ ყაზახ, აზერბაიჯანელ და ბულგარელ სპორტსმენებს სძლია.

ხინჩეგაშვილმა მერვედფინალში ნურისლამ სანაიევი 4:3, მეოთხედფინალში ჰაჯი ალიევი 5:3 და ნახევარფინალში ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარაცხა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი შესძინა.

ქართულ დელეგაციას 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები