ახალი ამბები
კასპის მაჟორიტარ კანდიდატს ოლეგ იაძე ეხმარება
კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა ირაკლი მეზურნიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ მეტეხში გამართა.

პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე და სპორტული სამყაროს წარმატებაზე ისაუბრა.

მას წინასაარჩევნო კამპანიაში ცნობილი მწვრთნელი ოლეგ იაძე ეხმარება.

იაძის მშობლიურ სოფელში წარმოშობით სოფელ ახალქალაქელმა ირაკლი მეზურნიშვილმა ეკონომიკურ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივებს დაპირდა, რომ ეს წარმატება მათი ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება.

ამჟამად, კასპის მაჟორიტარი დავით ონოფრიშვილია, რომელიც ასევე ეკონომისტია. ონოფრიშვილი 2012 წელს კოალიცია ,,ქართული ოცნების" სახელით აირჩიეს და დღეს პარლამენტში ,,თავისუფალ დემოკრატებს" წარმოადგენს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები