ახალი ამბები
სასირეთში გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი აიღეს
სასირეთის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტი აიღეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს.

წყაროს ცნობით, მონუმენტი კასპის გამგეობის ზედამხედველობის დავალებით მოიხსნა.

კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებიათ, თუმცა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ირწმუნება, რომ ბიუსტის დადგმისას სათანადო წესები არ იქნა დაცული.

კერძოდ, მაზნიაშვილის მონუმენტის დაყენება შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული არ ყოფილა .

მაზნიაშვილის ბიუსტი რამდენიმე დღის წინ ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა დადგა.

სწორედ, მისი სახსრებით დამზადდა ბიუსტი და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა. ძეგლის გახსნას პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები