ახალი ამბები
გორის ოლქთან გაერთიანებული სოფელ ტინისხიდის ამომრჩევლები კანდიდატების შესახებ
ქალაქ გორის მაჟორიტარულ ოლქთან მიბმულ სოფელ ტინისხიდის საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ნაწილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ არაფერი იცის.

ამის შესახებ ის ტინისხიდელები საუბრობენ, რომლებმაც ინტერვიუ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მისცეს.

სოფელი ტინისხიდი გორიდან 3-5 კმ მანძილზე მდებარეობს. ერთერთი რესპონდენტი კი იმ კანდიდატს ასახელებს, რომელიც ქალაქის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.

ავტობუსის გაჩერებაზე კი, სადაც ძირითადად ,,ქართული ოცნების" კანდიდატის პლაკატებია გაკრული, ვერც ერთმა მათგანმა კონკრეტული კანდიდატის გვარი და სახელი ვერ დაასახელა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები