ახალი ამბები
,,კეთილმოწყობის" სამსახურის მუშები ,,ოცნების" კანდიდატს უფასოდ მოემსახურნენ
კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი მეზურნიშვილის საარჩევნო შტაბს გამგეობის ,,კეთილმოწყობის" სამსახურის მუშები უფასოდ მოემსახურნენ.

ამის ამსახველი ვიდეო-მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა და  ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა გადაიღეს.

,,კეთილმოწყობის" სამსახურის სპეცტექნიკით ,,ქართული ოცნების" კანდიდატის ჩამოვარდნილი ბანერი  გაასწორეს.

სამსახურის უფროსის თქმით, ამაში პარტიის ოფისიდან ანაზღაურება არ მიუღია.

ფაქტით არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ და უწყებათაშორის კომისიას რეაგირებისთვის მიმართეს. გამგებლის დასჯას ვახტანგ ბეჟიტაშვილი ითხოვს, რომელიც ასევე კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილმა იმ პერიოდში იმ კარებიდან გამოვიდა, სადაც შტაბი მდებარეობს. მან განაცხადა, რომ აფთიაქში უნდოდა შესვლა და კარები შეეშალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები