ახალი ამბები
ვინ არის მაჟორიტარი კანდიდატი - გამოკითხვა ხურვალეთის დასახლებაში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში კანდიდატებს შორის ბადრი ბასიშვილი ლიდერობს.

აღნიშნული ფაქტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა.

დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებისთვის ყველაზე ცნობილი პიროვნება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია.

დაახლოებით 100-მდე კომლიან დასახლებაში, ბადრი ბასიშვილის პლაკატები საცხოვრებელი სახლების კედლებზეა გაკრული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები