ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან დღესასწაულზე საკუთარი კუთხე წარადგინეს
,,კასპობა 2016"-ის დღესასწაულზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საკუთარი კუთხე წარადგინეს.

ქვემო ჭალისა და ლამისყანის თემის წარმომადგენლებმა ფაცხები გვერდიგვერდ მოაწყეს.

მაგიდებზე საამილახვროს და ორბელიანის ,,მამულებში" მოკრეფილი ხილი, ასევე, მარცვლეული კულტურები გამოფინეს. იქვე, ქოთნები თავისი ლობიოთი, აკვანი, ვარცლი და თავად-აზნაურთა ცხოვრებისთვის დამახასიათებელი საოჯახო ნივთები დააწყეს.

ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ მხარეში, შემოდგომა, ყოველთვის ბარაქიანია, ამიტომაც, სწორედ ქართული სული ჩადეს მოწყობილ კუთხეში.

ქვემო ჭალის ეთნოგრაფიული კუთხე თიხის კერამიკური ნივთებით და გლეხის საცხოვრებელი ეზოს იმიტაციით იყო წარდგენილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები