ახალი ამბები
,,სტალინელების", სოციალისტების და კომუნისტების შედეგები გორში
,,სტალინელებმა", ,,სოციალისტებმა" და ,,კომუნისტებმა" გორში ჯამში 182 ხმა მიიღეს.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი.

აქედან ,,სტალინელებს" 95 ხმა, ,,მშრომელთა სოციალისტურ პარტიას" 7 ხმა, ხოლო ,,ერთიან კომუნისტურ პარტიას" 80 ხმა ეკუთვნის.

182 ხმა საერთო მაჩვენებლის 0,74 %-ია.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ,,სტალინელმა" თამაზ ჯალაღანიამ 93 ხმა მიიღო.

ქალაქ გორში სულ 50 395 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საარჩევნო უბნებზე  25 655 ამომრჩეველმა მივიდა (50.91%).

რაც შეეხება რაიონს, აქ სამივე კომუნისტურმა პარტიამ ჯამში 131 ხმა (0,5%) მიიღო.

მათ ორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდათ - ვალერი კვარაცხელია (ერთიანი კომუნისტური პარტიიდან) და გრიგოლ მეკარიშვილი (სტალინელებიდან)

ვალერი კვარაცხელიას  221-მა  (0,87 %) ამომრჩეველმა, ხოლო გრიგოლ მეკარიშვილს 92-მა (0,36%) ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

გორის რაიონში სულ  49 965 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 26 487 ადამიანმა მიიღო (53.01%)
Print

სტატიის გამოყენების პირობები