ახალი ამბები
თანამდებობებისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგების შეჯამება შეჩერებულია
ქალაქ გორის საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს საკონკურსო კომისიის მუშაობის შეფერხებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ისაუბრა.

საქმე იმაშია, რომ 2016 წლის 11 ივლისს, მერიაში და საკრებულოში, 9 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა.

6 ოქტომბერს კონკურსანტებს ბოლო ეტაპი, გასაუბრება ჩაუტარდათ. შესაბამისი დადგენილების მიხედვით, კონკურსანტს გასაუბრების შედეგები გასაუბრებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს.

,,თავისუფალი დემოკრატების" ცნობით, კონკურსების შედეგების გამოცხადება ქალაქის მერმა შეაჩერა, ხოლო ეს შეჩერება ,,ქართული ოცნების" შტაბიდან მოითხოვეს.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება დროში იმიტომ გაიწელა, რომ ბოლო სხდომაზე კომისიის 7 წევრის შეკრება ვერ მოხერხდა.

მისი მოადგილე კომისიაში, ზურაბ როსებაშვილი ამბობს, რომ შემაჯამებელი სხდომის მოწვევის მიზნით, არავის მიუწვევია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები