ახალი ამბები
გელაშვილი გამგეობის თანამშრომლებს მხარდაჭერის სანაცვლოდ დახმარებას დაპირდა
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხელფასების მომატებაში დახმარებას შეპირდა.

ამის შესახებ იმ აუდიჩანაწერშია საუბარი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთერთმა მონაწილემ მიაწოდა.

შეხვედრა ორი დღის წინ, სასტუმრო ივერიაში შედგა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, ვალერი გელაშვილი და გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი აუდიოჩანაწერში მოსაუბრე პირების პოზიციების გარკვევას შეეცდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები