ახალი ამბები
ცხინვალში 1989 წლის ნოემბრის მიტინგი გაიხსენეს
ცხინვალში 27 წლის წინანდელი მიტინგი გაიხსენეს, რომელიც 1989 წლის 23-24 ნოემბერს საქართველოს ,,ეროვნული მოძრაობის" წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართა.

დე-ფაქტო მთავრობის ლიდერის საინფორმაციო კომიტეტის სხდომათა დარბაზში ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც იმ პერიოდში აღნიშნული მოვლენების თვითმხილველები იყვნენ. 

მათი თქმით, ქართველი ,,ნაციონალისტები" ეთნიკურად ოსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

,,ამიტომ, ახალგაზრდებმა ჩავკიდეთ ხელი, შევკარით ჯაჭვი და მიტინგის მონაწილეები არ შევუშვით ქალაქში. ისინი ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა დაღუპულიყვნენ, მაგრამ მაინც გამოვიდნენ ქალაქში" - იხსენებს აცამაზ ხარებოვი.  

დისკუსიის დროს, სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები