დღეიდან ქარის პირველი ელექტროსადგური ამუშავდა. ტურბინები უკვე
ჩართულია.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა,
ელექტროსადგურს ფუნქციონირება ნოემბრის თვიდან უნდა დაეწყო.
პრეზენტაცია კი, 2016 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა.
2016 წლის მარტიდან, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე, ტელერადიო ანძის მიმდებარედ, საქართველოში ქარის პირველი
ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.
პროექტის საერთო ღირებულების 70%-ი ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკმა, სესხის სახით, შეავსო, ხოლო დანარჩენი 30%-ს
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა გაიღო.
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ სიმძლავრე
გათვლილია 20.7 მეგავატზე, ხოლო გამომუშავებული ელექტრო ენერგია კი, -
88 მლნ კვტ.საათზე.
ჯერ კიდევ, 2013 წლის აგვისტოს ქარის სიჩქარის და მიმართულების
გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა დამონტაჟდა, რომლის 1 წლის
მონაცემებზე დაყრდონით, ქარის რესურსების შეფასების ანგარიში
მომზადდა.
ანგარიში ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნოორვეგიული
კომპანიამ, „MEVENTUS”- მა წარადგინა. ამასთანავე, ადგილისთვის
ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა შეირჩა.
მშენებელ კომპანიას ტურბინები ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა
წამყვანმა კომპანიამ „VESTAS BENELUX B.V” მიაწოდა.
სამუშაოების დასრულების სავარაუდო პერიოდი 2016 წლის სექტემბერი
იყო.
ქარის ელექტროსადგურის „ქართლი“ მისი სპეციფიკიდან და
მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მსოფლიოში ერთ-ერთ
საუკეთესო სადგურად დასახელდეს.
სტატიის გამოყენების პირობები