ახალი ამბები
გორში სინაგოგას გაქურდვის ფაქტით ისრაელის ელჩი დაინტერესდა
დღეს ისრაელის ელჩი შაბთაი ცური გორში ჩავიდა და სინაგოგა დაათვალიერა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სინაგოგა გუშინ 2016 წლის 1 დეკემბერს გაქურდეს.

წაღებულია ხბოს ტყავზე ხელით ნაწერი უძველესი თორები.

გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები