სოფელ გორაკაში საახალწლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემას ითხოვენ
09:40 / 15.12.2016
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გორაკაში საახალწლოდ ერთჯერადი
დახმარების გაცემას ითხოვენ.
ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან
საუბარში განაცხადეს.
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, 25 კომლიან სოფელში,
სხვადასხვა დროს, გაცემულ დახმარებებზე საუბრობენ, რომელიც შერჩევით
გაიცა.
სოფელი გაზიფიცირებულია, მიუხედავად ამისა, გასათბობად ბუნებრივი
აირის გამათბობლებს ნაკლებად იყენებენ.
როგორც ირკვევა, 200 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც გახარჯული ბუნებრივი
აირის დასაფარავად მოსახლეობას ანგარიშზე დაუჯდება, ბევრი ოჯახისთვის
გამოუყენებელი დარჩება.
ამის გამო, გორაკას რამდენიმე მცხოვრები ამბობს, რომ ნაღდი ფულის
აღება ერჩივნათ.
სტატიის გამოყენების პირობები