ახალი ამბები
წერეთლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტს ორი პირი შეესწრო
გორის ცენტრში გურამ გოგიჩაშვილის მკვლელობის ფაქტს ორი პირი შეესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა ისინი უკვე დაკითხეს.

გურამ გოგიჩაშვილთან ერთად ოფისში ნუკრი ჯალაბაძე და ფიდო სააკაშვილი იმყოფებოდნენ.

მოულოდნელად მათთან ნიღბიანი მამაკაცი შევიდა.

უცნობმა პიროვნებამ რამდენიმე გასროლა მხოლოდ აწ გარდაცვლილის მიმართულებით განახორციელა.

თავდაპირველად, დაჭრილი გურამ გოგიჩაშვილი ოთახიდან შენობის შიგნით ეზოში გაიქცა. მკვლელი მიჰყვა და ე.წ. საბოლოო გასროლა თავის არეში განახორციელა.

ნიღბიანმა მამაკაცმა შენობა დატოვა, წერეთლის ქუჩაზე გავიდა და გაიქცა.

ოფისი, პარტია დემოკრატიული მოძრაობას ეკუთვნის. ოფისის ხელმძღვანელის, ივანე მაჭარაშვილის თქმით, ფართი ახალი ნაქირავებია.

,,ის ადამიანები, ვინც შემთხვევის დროს ოფისში იმყოფებოდნენ, პარტიაში მხოლოდ ნარდის სათამაშოდ მოდიოდნენ. გურამისთან ერთად, ნუკრი ჯალაბაძე და ფიდო სააკაშვილი იმყოფებოდნენ. ოფისი ფაქტიურად ჯერ სრული დატვირთვით არ
მუშაობდა" - აცხადებს ვანო მაჭარაშვილი.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები