ახალი ამბები
დვანის საბავშვო ბაღში ბავშვთა კონტინგენტი იზრდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის საბავშვო ბაღში ბავშვთა კონტინგენტი იზრდება.

ბოლო ორ წელიწადში აღსაზრდელთა რაოდენობამ 10-15 ბავშვით მოიმატა.

თუკი 2014 წელს 35-40 ბავშვი ირიცხებოდა, ამჟამად, ბაღში 50 აღსაზრდელი დადის.

კონტინგენტის გაზრდის ერთერთ მიზეზად ბაღის გამგე შენობის მოწესრიგებას და ინფრასტრუქტურის სრულ განვითარებას ასახელებს. ამას ემატება სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის, გაზიფირებისა და ელექტროგამრიცხველიანების პრობლემის მოგვარებაც.

სოფელში მთავარ პრობლემად მაინც უმუშევრობა სახელდება.

,,შენობა 2014 წელს ევროკავშირის დახმარებით გარემონტდა. ფაქტობრივად, საბავშვო ბაღში ყველაფერი მოწესრიგებულია, სათამაშოებიდან დაწყებული ჰიგიენური საგნებით დამთავრებული. ცხელი წყალიც გვაქვს" - ამბობს ინგა კოპაძე.

საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის ტახტისძირის მოსახლეობასაც ემსახურება.

,,უახლოეს წლებში თუ კიდევ 10 ბავშვით გაიზრდება კონტინგენტი, კვლავაც შევძლებთ მუშაობას, რადგან ბაღი 60 ბავშვზეა გათვლილი" - განმარტავს ინგა კოპაძე.

სოფელი დვანი გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარეობს და ის ოსური სოფლებითაა გარშემორტყმული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები