ახალი ამბები
პოლიციის პიკაპს ,,გაზ 24" მარკის ავტომანქანა დაეჯახა
,,გაზ 24" მარკის ავტომანქანა პოლიციის პიკაპს დაეჯახა.

შემთხვევა ერთი საათის წინ კასპთან ახლოს, ქალაქის შესასვლელში მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავდა. დაზიანდა ორივე მანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ,,გაზ 24"-ის ე.წ. ,,ვოლგას" მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით დაჯარიმდა.

აღნიშნული მუხლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამოიწვია. სამართალდამრღვევს 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და მართვის უფლების ჩამორთმევაც ემუქრება.

,,გაზ 24" მარკის მანქანა ე.წ. ვოლგა მისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობდა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები