ახალი ამბები
მილიონიანი პროექტის დამთავრებიდან 41-ე დღე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, თითქმის მილიონიანი პროექტის ,,დამთავრებიდან" 41 დღე გავიდა.

სოფლის გზები ორმოებით კვლავ გადათხრილია, ფეხით მოსიარულეებისთვის (განსაკუთრებით ღამის საათებში) და მძღოლებისთვის გადაადგილება შეუძლებელია.

სამშენებლო კომპანია ,,არქიკულტურა" ჯერ არ გამოჩენილა.

მას ნაკისრი ვალდებულების შესრულება 21 თებერვლამდე გადაუწიეს.

საქმე იმაშია, რომ კომპანიის წარმომადგენლებს ძირითადი სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა.

გამგეობისთვის კი, გამართული სისტემა 2016 წლის 26 დეკემბერს უნდა ჩაებარებინა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თავის დროზე, კომუნისტებმა მთელი სოფელი ორ თვეში დაქსელეს. იმ დროინდელი ონკანები ეზოებში დღესაც შემორჩენილია

,,ამათ კიდევ, მთელი ზაფხული და შემოდგომა წინ ჰქონდათ." - აცხადებენ ქვახვრელელები.

როგორც ირკვევა, სამშენებლო კომპანია 900 კომლიან სოფელში, მხოლოდ, ორი ტრაქტორით მუშაობდა. ერთი მთხრელით და მეორე, გრეიდერით.

იხ. ამავე თემაზე:

კომპანიის ხელმძღვანელი ქვახვრელში სამუშაოების დასრულებას ,,გონივრულ ვადაში" აპირებს

ქვა და ხვრელები სოფელ ქვახვრელში - გამგებელი ფაქტის წინაშე

,,წადი და მიჩივლე" - კამათი გუბერნატორსა და გამგებელს შორის (VIDEO)

სამუშაოდან დაბრუნებული ტრაქტორი გზიდან გადავარდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები