ახალი ამბები
გორში საპოლიციო კონტროლი გამკაცრდა
დღეს საღამოს ქალაქ გორში საპოლოციო კონტროლი გამკაცრდა.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა გადაიღეს.

ფოტომასალის მიხედვით, სამართალდამცავები ავტომანქანების საბარგულებსაც ჩხრეკენ.

შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაშია დაფიქსირებული.

ერთ-ერთი ბოლო შემოწმება 14-15 თებერვლის ღამეს განხორციელდა, რა დროსაც სამი ძებნილი დააკავეს, ასევე, პრეს-სამსახურის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის:

5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა.

სპეციალური საპოლიციო კონტროლი პოლიციის შესახებ კანონში შესული იმ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც 2014 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები