ახალი ამბები
მერეთში გუბერნატორი და გამგებელი მოსახლეობას შეხვდნენ
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე სოფელ მერეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით,  ორივე მათგანმა მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა და  არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

„მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანია მათი ინფორმირება სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების შესახებ. მოგეხსენებათ არსებობს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ქონდეთ მეტი ინფორმაცია დაგეგმილ პროექტების შესახებ და აქტიურად ჩაერთონ მათ განხორციელებაში“ - აცხადებს გორის მუნიციპლიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები