ახალი ამბები
ხაშურის საბავშვო ბაღებს ინდმეწარმემ მოულოდნელად პროდუქტების მიწოდება შეუწყვიტა
ინდმეწარმე გიორგი ბათიაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღს პროდუქტების მიწოდება მოულოდნელად შეუწყვიტა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბაღების გაერთიანებიდან აცნობეს.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით ნოზაძის თქმით, ბათიაშვილი სააღზმრდელობო დაწესებულებებს ზეთით, ბურღლეულითა და სხვა პროდუქტებით ამარაგაბედა.

„ხელშეკრულება, რომელიც ბათიაშვილთან გასულ წელს გავაფორმეთ, დაარღვია. ჯარიმის სახით მას 2 449 ლარი დავაკისრეთ, რომელიც უნდა გადაეხადა. გიორგი ბათიაშვილმა თანხა არ გადაიხადა. ვაპირებთ ხაშურის რაიონულ სასამართლოს მივმართოთ“ - გვეუბნება დავით ნოზაძე.

ხაშურის მუნიციპალიტეტში სულ 13 საბავშვო ბაღი და 1658 აღსაზრდელია.

გიორგი ბათიაშვილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

ამ ეტაპზე, გამგეობის წარმომადგენლებმა კვების პროდუქტების სხვა მიმწოდებლებთან  დაამყარეს ურთიერთობა
Print

სტატიის გამოყენების პირობები