ახალი ამბები
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს დეკორატიულ ღობეს გაუკეთებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს ახალ ღობეს გაუკეთებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს  გუბერნატორის აპარატიდან აცნობეს.

აპარატის წარმომადგენლის, გიორგი სადაღაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები 2017 წლის 20 აპრილს დასრულდება.

ხელშეკრულება კომპანია ,,იმედი დიდუბესთან" 2017 წლის 10 მარტს დაიდო.

ჯამში, სამუშაოები 58 000 ლარად შესრულდება. ტენდერი კი, 89 000 ლარად იყო გამოცხადებული.

თავდაპირველად, სატენდერო დოკუმენტაცია იმდენად გაურკვეველი იყო, რომ გამგეობის შესყიდვების სამსახურს სამშენებლო კომპანიებმა არაერთი დეტალი დააზუსტებინეს.

მაგალითად, მითითებული ჰქონდათ 6400 კვ.მ ნაცვლად 640 კვ.მ.



სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღობე აუცილებლად უნდა გაკეთდეს აგურის და ნიჩბისის ქვის ელემენტებით. აგურიც და ნიჩბისის ქვაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. მაგალითად, აქვეა მეტეხის აგურის ქარხნის პროდუქცია.

აუქციონზე ,,იმედი დიდუბემ" აჯობა კასპში რეგისტრირებულ კომპანიას.

თბილისში რეგისტრირებულმა კომპანიამ კასპის მუზეუმების გაერთიანებას წარუდგინა აუდიტორული დასკვნა, რამდენად დროულად და ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოებს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ასეთი ტიპის ღობის გაკეთება 58 000 ლარად შესაძლებელია.


შეგახსენებთ, მუზეუმის ეზოს და სახლის მდგომარეობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა სპეციალური სიუჟეტი ზაფხულში მოამზადა, რამად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ასეთი თემის გაშუქება არ შეიძლება, რადგან  დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს არ შეეფერება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები