ახალი ამბები
აბრევში, წინაგარასა და ორჭოსანში სამედიცინო პუნქტების გახსნას ითხოვენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, რომლებიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, სამედიცინო დახმარების პუნქტების გახსნას ითხოვენ.

ამის შესახებ აბრევის, წინაგარას და ორჭოსანის მოსახლეობამ ცხინვალის პარლამენტის  თავმჯდომარეს, ანატოლი ბიბილოვს განუცხადა.

მათი თქმით, პირველი სამედიცინო დახმარების ობიექტები დახურულია. კერძოდ, ამბულატორიები არ მუშაობს.

ბიბილოვი მათ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ესტუმრა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბის წევრები ავრცელებენ.

პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრებს სოფელ მონასტერის მოსახლეობაც ესწრებოდა. 

,,ადგილობრივმა მოსახლეობამ პრეზიდენტობის კანდიდატს განუცხადა, რომ სოფლებში დაუსაქმებლობაა, მოსაგვარებელია გაზიფიკაციისა და სასმელი წყლის საკითხები. ასევე, მოუწესრიგებელია სპორტული ობიექტები" - აღნიშნავს ანატოლი ბიბილოვის შტაბში.  

აბრევის, წინაგარასა და ორჭოსნის მოსახლეობას ბიბილოვი დაპირდა, რომ პარტია ,,ერთიანი ოსეთი" იზრუნებს  თითოეულ მოქალაქეზე.

სოფელ ორჭოსანში ბიბილოვს განუცხადეს, რომ დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, არ მუშაობს ტრაქტორები.









Print

სტატიის გამოყენების პირობები