ახალი ამბები
კარალეთის გზაზე 26 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა - მძღოლი მიიმალა
გვიან ღამით გორი-კარალეთის გზაზე 26 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა.

მძღოლი მიიმალა, ხოლო დაშავებული ახალგაზრდა რამდენიმე საათის განმავლობაში მიწაზე უგონო მდგომარეობაში იწვა.

ხარაგაულში მცხოვრები მამაკაცი, სავარაუდოდ, ავტობანზე ასვლას და გამგზავრებას აპირებდა.

იგი სამხედრო ბაზისკენ მიმავალმა ჯარისკაცმა, დილით ადრე, შემთხვევით ნახა. მისი წყალობით ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მივიდა.

,,პაციენტი ურთულეს მდგომარეობაში, ქალა-ტვინის ძლიერი ტრავმით შემოიყვანეს და, ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაში წევს" - გვითხრა გორის საავამდყოფოს ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.

მძღოლის მიმალვის ფაქტის კიდევ ერთი შემთხვევა გასულ კვირას სტალინის გამზირზე მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები