ახალი ამბები
,,პაოლოს" სპექტაკლი ,,ფერადი ბუშტები" გორის თეატრში
პაულო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის, ,,პაოლოს" დასმა გორის თეატრში სპეკტაკლი ,,ფერადი ბუშტები" გამართა.

„ფერადი ბუშტები» გასტროლით იმყოფებოდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ასევე მარნეულის ივანე ჯავახიშვის სახელობის ფესტივალზე ორი მთავარი პრიზი მიიღო -მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისა და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

სპექტაკლი წარდგენილი იყო ნომინაციაზე საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის და გრანპრიზე.

თეატრი ყოველ წელს მონაწილეობს ფესტივალში ,,თეატრალური იმერეთი“. არაერთ ნომინაციაშია გამარჯვებული სპექტაკლები „სტუმარ - მასპინძელი" და „გამზრდელი“, კერძოდ: მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, საუკეთესო რეჟისურისათვის, ასევე საუკეთესო სცენოგრაფიისათვის სპრციალური პრიზი მწერალთა კავშირის თავჯდომარისაგან.

თეატრს მიღებული აქვს პრიზი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის, რომელიც იმერეთის ვიცე გუბერნატორმა გადასცა. დასი საქართველოს მაშტაბით იმყოფებოდა ტურნეში -ჭიათურა, ზესტაფონი, ბაღდათი, მარნეული და ახლა უკვე გორში.

თეატრი „პაოლო“ მონაწილეობდა გორის თეატრალურ ფესტივალში, სადაც წარმოდგენილი ჰქონდათ აკაკი წერეთლის „გამზრდელი“. ამ სპექტაკლმა მიიღო ჯილდო საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები