ახალი ამბები
დიცელი ,,მეციხოვნე" (PHOTO/VIDEO)
83 წლის ვენერა ედიშერაშვილი სოფელ დიცში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან შვილთან ერთად ცხოვრობს.

2008 წლის ომის შემდეგ მიწის ნაკვეთის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და რუსეთის მესაზღვრეებმა სახლთან ახლოს მავთულხლართები გაუბეს.

იგი საკუთარი ბაღის ბოლოს შეიარაღებულ ჯარისკაცებს ყოველდღე ხედავს. იქვეა ბერუაშვილების საგვარეულო სასაფლაო, რომელიც საოკუპაციო ძალებმა ნაწილობრივ უკვე შემოღობეს.

,,ტანჯვაში გავატარე, მთელი ცხოვრება. მერე სახლს და მეუღლის საფლავს მიღობავდნენ, შევძარი ელჩები, მთავრობა. რუსეთის ტელევიზიაც კი იყო მოსული.



,,პუტინთან დავაბარე, ჩემი მამა და მეუღლე ქერჩთან და სტალინგრადთან დაიღუპნენ და რა უნდა საქართველოსგან და ქართველი ხალხისგან? ახლა უკვე მესაზღვრე ვარ შვილო და თუ რაღაც ხდება ვატყობინებ პოლიციას და ჟურნალისტებს.“ - ამბობს ვენერა ბებო.

ასაკის მიუხედავად ვენერა ედიშერაშვილი საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ვაჟთან, ილია ბერუაშვილთან ერთად ეწევა. აქვს მცირე მეურნეობა. ვენერა ბაბო დილით ადრე დგება კარ-მიდამოს შემოვლის შემდეგ საქონელს და ფრინველს უვლის, ღუმელს ახურებას და პურს აცხობს.




ილია ბერუაშვილის თქმით, მეურნეობის განვითარებაში ხელს დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები უშლის. კერძოდ, სახლი, სადაც დგას, სოფელ ერედვს ეკუთვნის. ერედვი ამჟამად ოკუპირებულია.




Print

სტატიის გამოყენების პირობები