ახალი ამბები
ნატოს შესახებ ახალგაზრდების ცოდნით და ინტერესით აღფრთოვანებული უილიამ ლაჰიუ
უილიამ ლაჰიუ, დღეს, კასპის სკოლა-გიმნაზიაში არსებულ ,,ოჯუპაციის მუზეუმში" ადგილობრივ და გორელ ახალგაზრდებს შეხვდა.

ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა სტუდენტებისა და მოსწავლეების ცოდნით და შეკითხვებით აღფრთხოვანება ვერ დამალა.

,,დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვისას დიდი გამოცდილება იყო" - გვითხრა მან. 

ოკუპაციის მუზეუმში გამართულ დისკუსიაზე, ახალგაზრდებს, ძირითადად, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (ნატოს) მხრიდან დახმარების რეალური შესაძლებლობები აინტერესებდათ.

,,იმ პირობებში, როდესაც საქართველო რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წნეხის ქვეშ იმყოფება,  რამდენადაა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ნატოსთან ურთიერთობა" - ასეთი იყო დამსწრე ახალგაზრდების ინტერესი.

თავდაპირველად, ულიამ ლაჰიუმ თავისი სტუდენტობისა და ახალგაზრდობის პერიოდზე ისაუბრა. კერძოდ, იმ პერიოდზე, როდესაც საბჭოთა კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის წევრებს შორის, ცივი ომი მიმდინარეობდა.

,,მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ბევრი ფიქრობდა, რომ ნატო საჭირო აღარ იყო" - უთხრა მან ახალგაზრდებს.

თუმცა, მან განმარტა, რომ დემოკრატიულ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული კავშირები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი (NLO-NATO Liason Office) 2010 წელს გაიხსნა, რომლის მთავარი ამოცანა საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელშეწყობაა.

შეხვედრა მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის” პროექტის, ,,არა ოკუპაციას“ ფარგლებში გაიმართა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მიზანია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე. პროექტი, რომელიც ერთი თვის წინ საქართველოს პირველმა პირმა გახსნა 5 თვის განმავლობაში აღნიშნულ თემებზე ინტენსიური დისკუსიებისა და საინფორმაციო შეხვედრების მოწყობას გულისხმობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები