ახალი ამბები
მსხვერპლშეწირვა მომლოცველების გვერდით - ყასბებმა ერთმანეთში იჩხუბეს (PHOTO/VIDEO)
გორიჯვრობაზე ყასბებმა მამლის გამო იჩხუბეს.

საქმეში კრიმინალური პოლიცია ჩაერია, თუმცა სიტუაცია უკვე დაწყანარებული იყო.

,,აბა, ასეთ შეწირვას რა მადლი აქვს" - თქვა გამვლელმა.

როგორც გაირკვა, ერთ-ერთი მათგანი მამალს ვერ პოულობდა და მის მოპარვაში მეორე დაადანაშაულა.

თითო მამლის დაკვლის მომსახურება 2-3 ლარი ღირს,  ცხვრის კი, 5-დან 8 ლარამდე, გააჩნია ზომას.

დღეს, 6 მაისს, გორიჯვარზე გიორგობა აღნიშნეს.

შუაღამიდან, 24 საათის განმავლობაში, წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში მომლოცველების რაოდენობა არ წყდებოდა.

ავტომანქანების მოძრაობას 3 ადგილზე პოლიცია აკონტროლებდა. 








Print

სტატიის გამოყენების პირობები