ახალი ამბები
გორის რაიონში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ცემით მოკლეს
გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ცემით მოკლეს.

შემთხვევა გუშინ, გიორგობის დღესასწაულზე მოხდა.

თანასოფლელების ვერსიით, სადღესასწაულო სუფრაზე კამათით დაიწყო და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე მოკვლევა ჩაატარეს, საცხოვრებელი სახლიდან სისხლის ნიმუშები აიღეს.

ჩხრეკას გამგებლის წარმომადგენელიც ესწრებოდა. მისი თქმით, სახლიდან იარაღის ტყვიებიცაა ამოღებული.

,,გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება, დამტვრეული აქვს მხრის ძვლები. მას, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი, მათ შორის, სტუმრები, სცემდნენ. ერთი წაიყვანეს უკვე პოლიციაში" - აცხადებენ ახლობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. მათი ინფორმაციით, ექსპერტიზა დაადგენს თავის არეში მიყენებული დაზიანებები, რამაც სიკვდილი გამოიწვია, დაცემისას მიიღო თუ არა. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები