ახალი ამბები
უამინდობის გამო ნადარბაზევის ტბაზე სათევზაო ჩემპიონატი გადაიდო (VIDEO)
საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფედერაციამ ნადარბაზევის ტბაზე დაგეგმილი შეჯიბრი გადადო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტბის დაცვის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზურაბ ლაფაჩმა განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე, ჩემპიონატმა კუმისის ტბაზე გადაინაცვლა.

სავარაუდოდ, ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი ნადარბაზევის ტბაზე შემოდგომამდე გაიმართება.

მეთევზეები ამბობენ, რომ ნადარბაზევი სათევზაოდ კარგი ადგილია და ბევრად ჯობს კუმისს, რომელიც ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ტბაზე არასამუშაო დღეებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოყვარულებთან ერთად, სწორედ, პროფესიონალებიც მიდიან.

ნადარბაზევის ტბა, ამჟამად, თევზჭერის ფედერაციას ეკუთვნის.




ზურაბ ლაფაჩი ნადარბაზევის ტბას იცავს. მისი თქმით, ხშირია, სტუმრების მხრიდან ნარჩენების დაყრის ფაქტები. ცდილობს, რომ დაასვენებლად მისულ მოქალაქეებს სუფთა გარემო დაახვედროს.



ტბაზე სათევზადოდ საქართველოს სხვადასხვა ქალქებიდან რამდენიმე დღით მიდიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები