ახალი ამბები
კნოლევში პატრონმა შუადღით მოზვერი მგლებისგან დაიხსნა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კნოლევში, ორი დღის წინ, ორი მგელი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა.

მგლებმა ერთი წლის მოზვერი წააქციეს.

მეორე ძროხის ბღავილზე სახლის პატრონი გარეთ გავიდა და ვითარება საკუთარი თვალით დაინახა.

ზურაბ თორთლაძემ ნაჯახი მოძებნა და მგლები დააფრთხო.

მოზვერს ჭრილობები დაუმუშავეს. პატრონს იმედი აქვს, რომ გადარჩება. ოჯახის შემოსავალი შინაურ ცხოველების გადარჩენაზეა დამოკიდებული.

კნოლევში მომხდარი ფაქტის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივები ესაუბრნენ.

მათი თქმით, ბოლო წლებია, მტაცებელი ცხოველები შინაურ ფრინველსა და ცხოველს სისტემატიურად ანადგურებს.

ბოლო შემთხვევა, დღის ოთხ საათზე მოხდა.

მტაცებელი ცხოველების მომრავლებას ადგილობრივი იმით ხსნიან, რომ გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოფლები დაიცალა.

ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი


Print

სტატიის გამოყენების პირობები