ახალი ამბები
კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში რუსთავის ანსამბლმა კონცერტი გამართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში, რუსთავის ფოლკლორულმა ანსამბლა ,,თამარისი" კონცერტი გამართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საკონცერტო საღამოს, საქართველოს ცნობილი ფოლკლორისტებიც ესწრებოდნენ.

,,ფოლკლორის საღამო სალამურის დიდოსტატს ომარ კელაპტრიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელსაც ფოლკლორისტები ლელა თათარაიძე, გივი არაბული, კომპოზიტორი მერაბ მერაბიშვილი და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ" - აცხადებს პრეს-სამსახური.

ანსამბლ „თამარისს“ ომარ კელაპტრიშვილის ყოფილი მოსწავლე თამარ ზარქუა ხელმძღვანელობს და როგორც მან აღნიშნა, ეს ანსამბლი უკვე მეხუთე თაობას ითვლის.

ომარ კელაპტრიშვილის მეუღლემ, ციმი კელაპტრიშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს - თანადგომისა და სახლ-მუზეუმის სარემონტო სამუშაოების დაფინანსებისათვის.

,,ფოლკლორის საღამო ფოლკლორის პოპულარიზაციას ემსახურება, რომელიც ჯერ კიდევ ომარ კელაპტრიშვილის სიცოცხლეში დამკვიდრდა და ამ ტრადიციას მისი ვაჟი, უმცროსი ომარ კელაპტრიშვილი აგრძელებს." - განაცხადა გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.









Print

სტატიის გამოყენების პირობები