ბავშვების სანახაობა, თუ როგორ გადავარჩიოთ ნარჩენები
20:10 / 01.06.2017
დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქალაქო ღონისძიებები
სხვადასხვა ადგილას გაიმართა.
კულტურის ცენტრში, გორის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით,
კონცერტი ჩატარდა.
პარალელურად, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისა და აღმზრდელების
ნამუშევრები გამოფინეს.
ტყვიავის საკვირაო სკოლის შშმ და სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა
მონაწილეობა მიიღეს სანახაობაში, თუ როგორ შექმნან ნარჩენებისაგან
სხვადასხვა აქსესუარები.
აღნიშნულ სანახაობის მოწყობაში მათ არასამთავრობო ორგანიზაცია
,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოთა ქსელის" წარმომადგენლები
დაეხმარნენ.
კონცეერტზე სტუდია ,,მზის“ აღსაზრდელებმა (ხელმძღვანელი მანანა
გვერდწითელი) იმღერეს, საბავშვო ღონისძიებაში ზღაპრის გმირები
ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,disney”-დან ჩაერთვნენ.
სტატიის გამოყენების პირობები