ახალი ამბები
სამების სალოცავის სიახლოვეს რუსეთის სამხედროებმა ბერშუეთის მკვიდრი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი, მიხეილ ბიძინაშვილი რუსეთის სამხედროებმა გუშინ დააკავეს.

ადგილობრივების ცნობით, დაკავება ,,სამების" სალოცავის სიახლოვეს მოხდა.

სალოცავი სოფლის ჩრდილოეთის მხარეს, მუხნარშია, რომელსაც გარშემო საძოვრები აკრავს.

ტერიტორია გამყოფ ხაზთან მდებარეობს. 35 წლის მიხეილ ბიძინაშვილი, მამამისთან ერთად, საქონელს მწყემსავდა და მუხნარში ჩრდილში ისვენებდა.

,,მოულოდნელად, თავზე წამოადგნენ და წაიყვანეს" - აცხადებს დაკავებულის დედა. დაკავებისას, სხვა მხარეს იმყოფებოდა მამამისი, რომლის დაკავება ვერ შეძლეს.

გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის ცნობით, დაკავებული ამჟამად, კვლავ, პატიმრობაშია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი აღნიშნული სალოცავიდან, 2017 წლის აპრილში მოამზადა.

18 აპრილს ,,სამებობა" აღნიშნეს და დეტალურად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ სხვა დღეებში, სალოცავში მისვლა სახიფათოა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები