ახალი ამბები
ახმაჯის არხი დაიკეტა

 

,,ახმაჯში ასული იყო მუნიციპალიტეტის გამგებელი და ადგილზე გაეცნო ვითარებას და მოლაპარაკება სცადა" - დასძენს ტვილდიანი. ჩვენს კითხვაზე, თუ რა გახდა არხის დაკეტვის მიზეზი ოსური მხრიდან, ტვილდიანის თქმით, ,,ეს ყველასთვის ცნობილია".

 

კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის უცნობია არხის დაკეტვის მიზეზი ან კიდევ ხომ არ უკავშირდება რაიმე ფულად თანხის მოთხოვნას, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა. პირველად 2010 წელს არხი რუსმა სამხედროებმა მაშინ გამოუშვეს, როდესაც ბანაობის დროს ერთ-ერთი სამხედრო დაიხრჩო და არხის დასაცლელად წყლის გამოშვება გახდა საჭირო. ეს ინფორმაცია იმ პერიოდში მაშინდელმა გამგებელმა კახა ხაჩირაშვილმა გააჟღერა.

 

ახმაჯი-თეზ-ოკამის არხი, სარწყავი არხი კასპისა და ახალგორის რაიონები ირწყვება. იწყება მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირიდან სოფელ ახმაჯის ჩრდილოეთით.  სიგრძე 34,6 კმ, საშუალო ხარჯი 4,5 მ3/წმ. რწყავს 4589 ჰა ფართობს.

 

სოფ. ხვითთან წყალსატუმბით 805 მ სიმაღლეზე აყვანილია არხის განშტოება, რომელიც მიედინება მდინარეების ლეხურისა და ქსნის წყალგამყოფის სამხრეთ ფერდობზე და მიემართება სოფ. ქვემო ჭალისაკენ. მთავარი არხი გაივლის სოფლების ლამისყანას, თეზს, ოკამს და იგოეთთან ერთვის მდინარე ლეხურას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები