ახალი ამბები
ავარია შინდისის გზატკეცილზე - დაშავდა ორი ადამიანი (VIDEO)
ცოტა ხნის წინ, გორში, შინდისის გზატკეცილზე ავარია მოხდა.

ერთმანეთს ,,ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ,,ფორდის" მიკროავტობუსი შეეჯახა.

დაშავდა ,,ოპელის" ორი მგზავრი.

ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსუბუქ ავტომანქანაში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.

ერთ-ერთი დაშავებული ამბობს, რომ საჭესთან თვითონ იჯდა.

,,ფორდის" მგზავრების განცხადებით კი, მსუბუქ მანქანას სხვა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება მართავდა.

მიკროავტობუსში ორი ადამიანი - მამა-შვილი იმყოფებოდა. მათ დაზიანება არ მიუღიათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, (საგზაო წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია)


 


Print

სტატიის გამოყენების პირობები