ახალი ამბები
ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი ვიცე-მერის რანგში ხალხში გავიდა
ქალაქ გორის ვიცე-მერი ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

ოპოზიცია, აღნიშნულ ფაქტს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებად მიიჩნევს.

მიმდინარე წლის შემოდგომით, თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

,,თავისუფალი დემოკრატების" შიდა ქართლის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი მმართველ პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში შეუერთდა.

იგი, გორის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად იყო დასახელებული.

თამაზ შიოშვილის მიერ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შემდეგ, გორის მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი ალასანიამ საკუთარი თავი წარადგინა.

შიოშვილი ირაკლი ალასანიას უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო.

გორის მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში, ალასანია, შიოშვილისა და მისი გუნდის დახმარების გარეშე, მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა, მეორე ტურში მონაწილეობა აღარ მიიღო.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, თამაზ შიოშვილმა, ამჟამად, უშუალოდ მოქალაქეებისგან მიიღო დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია და გადაჭრის გზების შესახებ ესაუბრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები