ახალი ამბები
დმენისთან 17-წლის ახალგაზრდა მდინარე ლიახვში დაიხრჩო
ცხინვალის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი, უკვე, გარდაცვლილი სოფელ დმენისთან იპოვეს.

ადგილობრივი მკვიდრი მდინარე პატარა ლიახვში ბანაობდა და დინებამ გაიტაცა.

დე-ფაქტო მთავრობის მედიის ცნობით, გარდაცვლილმა საშუალო სკოლა წელს დაამთავრა.

სოფელი დმენისი პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს და ქსუისის თემს ეკუთვნოდა.

დმენისამდე მდინარე პატარა ლიახვი სოფლების ვანათისა და კოხათის ტერიტორიებზე გადის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები