ახალი ამბები
რაიონის სამუსიკო სკოლებში საუკეთესო პიანისტი და ვოკალისტი გამოავლინეს
გორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებს შორის კონკურსი გაიმართა.

მონაწილეობა ატენის, ხიდისთავის, ტირძნისის, სკრის, ტყვიავისა და ხელთუბნის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

ჟიურიმ კონკურსანტები 4 ნომინაციაში: - ვოკალი, ფოლკლორი, გუნდი და ფორტეპიანო - გამოავლინა:

პირველი ადგილები დაიკავეს: დაჩი არევაძემ (ფორტეპიანო), ანი აბალაკმა (ვოკალი), ტირძნისის სამუსიკო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ტოროლა“ (ფოლკლორი), ტყვიავის სამუსიკო სკოლის გუნდმა.

კონკურისის ყველა მონაწილე თბილისის ქართულ-ხალხურ საკრავთა მუზემს დათვალიერებს და ბაზალეთის ტბაზე ექსურსიაზე გაემგზავრება.

მუსიკალურ სკოლებს შორის კონკურსი მესამედ ჩატარდა.

მთავარ ფოტოზე:
უკრავს ნიკოლოზ მარიამიძე, ნიქოზის იოანე ოქროპირის საკვირაო სკოლიდან



ჟიურის წევრები



Print

სტატიის გამოყენების პირობები