ახალი ამბები
დირბში მეხისგან საქონლის დახოცვის ფაქტი არ დასტურდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, მეხისგან საქონლის დახოცვის ფაქტი არ დასტურდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი გოგაშვილმა და საკრებულოს წევრმა, ამავე სოფლიდან, მიხეილ ხათაშვილმა განუცხადეს.

მათი თქმით, სოფელში, პირადად შემოიარეს ოჯახები და ასეთ დაზარალებულ პირებს ვერ მიაგნეს.

,,ჩემი ფეხით შემოვიარე სოფელი, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე ასეთი დაზარალებული ოჯახი. იქნებ თქვან ვის ძროხებს დაეცა მეხი" - გვითხრა გამგებლის წარმომადგენელმა.

საკრებულოს წევრი მიხეილ ხათაშვილიც ადასტურებს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

რაც შეეხება მეხს, 10 ივნისის ელჭექის დროს, დირბის ეკლესიასთან გაყვანილი სადენები დაზიანდა.

ადგილობრივი ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ცნობით, სოფელ დირბში, მეხმა ორი მსხვილფეხა პირუტყვი იმსხვერპლა.

იხ. ტელევიზიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის სქრინი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები