ახალი ამბები
გორის მე-12 სკოლის აქტივობებით IOM-ის წარმომადგენლები გაოცდნენ
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), აშშ-ს საელჩოს დახმარებით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო კამპანია აწარმოა.

მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა და საელჩოს წარმომადგენელი მაიკ მაკმენი გორის მე-12 სკოლას ესტუმრნენ.

სტუმრები გაოცებულები დარჩნენ იმ აქტივობებით, რასაც საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, ყოველდღიურად, ახორციელებენ.

განსაკუთრებით, შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) სწავლების მეთოდიკა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოში, სულ, წარმატებული 7 სკოლა შეარჩიეს.

პროექტში მონაწილე მოსწავლეები კი, დააჯილდოვეს.

პროექტის სახელწოდებაა ,,ცნობიერების ამაღლება ნარკოტიკების მოხმარების საფრთხეების შესახებ საქართველოში რისკის ზღვარზე მყოფ მოწყვლად ჯგუფებს შორის“.

კამპანია მიზნად მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები