ახალი ამბები
გორის სპორტულ ობიექტებს მინისტრი დაათვალიერებს
19 ივნისს, სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე გორის სპორტულ ობიექტებს მოინახულებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზიტი გორის ,,დილას" სტადიონიდან დაიწყება.

,,კერძოდ,  ეწვევიან გორის "დილას" სტადიონს და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შემდეგ, ქართლის სტადიონს წმინდაწყალზე და, ბოლოს, მშენებარე სპორტულ კომპლექსს ჭალის დასახლებაში." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები